ობ ოგ ოდ ოთ ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოყ ოჩ ოწ ოჭ ოხ
ომბ ომო

ომოფორი, ომფორი

მღვდელმთავრის შესამოსლის ნაწილი. წარმოადგენს გრძელ და განიერ ლენტისებურ ქსოვილს, რომელიც კისერზე, საკოსის (იხ.) ზემოდან აქვს შემოხვეული ეპისკოპოსს. მისი ერთი ბოლო (მარცხენა) წინაა ჩამოშვებული, ხოლო მეორე მკერდზე ქვემოდან ზემოთაა ამოტრიალებული და მხარზე ზურგისკენ ეშვება. ომოფორი სქელი ქსოვილისგან იკერება. შემკულია ნაქარგი ჯვრებით, გარს შემოუყვება ლენტი და ბოლოვდება ორსავ მხარეს ფოჩებით. ომოფორის გარეშე ეპისკოპოსი (მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი), ისევე როგორც მღვდელი ოლარის გარეშე, მღვდელმსახურებას ვერ აღასრულებს.
ომოფორი მსგავსია ბიბლიური პირველი მღვდლის, აარონის სამოსელისა, რომელსაც სჯულისეული მღვდელმთავრებიც ატარებდნენ. მათ მარცხენა ბეჭზე გრძელი სუდარები ეხვიათ რაც ქრისტეს მცნებათა უღელს მოასწავებდა. ომოფორი აღნიშნავს უფლის განკაცებას, სიტყვის განხორციელებას ქალწულ მარიამისგან, გამოხატავს გზააბნეულ კრავს (ან ამ კრავის ტყავს), რომელიც მწყემსმა კეთილმა მოძებნა, კისერზე შეისვა და მიათვალა თავის ფარას. ნიშნავს ჯვარსაც, რადგან ქრისტემ სწორედ ბეჭზე იტვირთა თავისი ჯვარი.
ლიტ.: Законь Божии, Московская патриархия, 1972. Бениамин, Архиепископ Нижегородской и Арзамаский. Новая скрижаль, 1992.
ხ. ც.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9