თა თე თვ თი თლ თმ თო თრ თუ თხ
თოგ თომ თონ თორ თოფ თოქ თოხ

თონის ცალი

-სამნაჭრიანი თონის ერთი ნაწილი, რომელსაც აღარ იყენებდნენ თონისათვის და მათზე ხდებოდა ჭიქურის შემადგენელი ერთი ელემენტის - ტყვიის ნაცრისა ანუ „ტყვიის მტვერის“ დაწვა. თონის ცალი მეჭურჭლეების მიერ ადრე გადაიდგმებოდა ნაპირებზე, მოზელილი საჭურჭლე თიხის გუნდით კიდეები შემოუშენდებოდა, რათა მორევის დროს მასზე დაყრილი ტყვია არ გადაფანტულიყო. თონის ცალს ქვემოდან ცეცხლი შეენთებოდა. მასზევე ხდებოდა „ტყვიის მტვერის“ გაცივება.
ლიტ.: ს. ბედუკიძე, მოჭიქული ჭურჭლის წარმოებისათვის შიდა ქართლში, მ.მ .ტXIX-A XXI-B, 1957.
მ. ზ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9