თა თე თვ თი თლ თმ თო თრ თუ თხ
თოგ თომ თონ თორ თოფ თოქ თოხ

თორაკია

ოქროთი შემკული გერბის ფარი, რომელიც აღიქმება როგორც ტანსაცმლის ნაწილი და რომელსაც ატარებდნენ დედოფლები, მაღალი წრის ქალები და გვხვდება აგრეთვე წმინდათა ჩაცმულობაშიაც. ესაა მახვილპირიანი ფარის ტიპის ნიშანი, რომელზედაც ხშირ შემთხვევაში გამოსახულია ჯვარი და მდიდრულადაა შემკული. ქართულ ხელოვნებაში თორაკიათი წარმოგვიდგებიან ზედაზნისა და ატენის ქტიტორები, ასევე წმინდანები, განსაკუთრებით ეკატერინე და ელენე. თორაკიანი გამოსახულებები გვხვდება კრიხის, ბოჭორმის, მაცხვარიშის, ვარძიის, ანანურისა და სხვათა მხატვრობაში.
ლიტ.: ნ. ჩოფიკაშვილი, ქართული კოსტიუმი, 1964.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9