ქალის თავსაბურავიდან ლეჩაქის დასამაგრებელი საშუალება. მასალად იყენებდნენ მუყაოს, რომელზედაც კაშკაშა ფერის ძვირფასი ქსოვილი: ფარჩა, ხავერდი და ატლასი იყო გადაკრული. სხვა სახის თავსაჭირი ქსოვილის გაორმაგებული და გასამმაგებული ნაჭრისაგან მზადდებოდა. ხმარებაში იყო ბადისებურად ნაქსოვიც, უკან გადაშვებული ორი ტოტით, რომელსაც ხის ხელსაწყოთი (კინთი) ქსოვდნენ. ამათგან განსაკუთრებული ყურადღება თორს ეძლეოდა, რომლის მხარე და გვერდები საგანგებოდ იმკობოდა, პატარა მძივებით გამოსახავდნენ მზეს. ზოგიერთზე ათი წითელი ან ყვითელი მზეც იყო გამოსახული. მზეთა შორის არსებული სივრცე კი სამ-სამი კილიტის მსგავსი ვერცხლისფერი ლითონის სამკაულია. თავსაკრავი XVII ს. საქართველოშიც ცნობილია. განსაკუთრებულად გავრცელებული იყო კახეთში, ქართლში და საქართველოს ზოგიერთ სხვა კუთხეშიც. იქ, სადაც ქალის „ქართულ კაბას“ ატარებდნენ.
აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში დამოწმებული თორი ზოგადქართული ტრადიციების ადგილობრივ მოდიფიკაციას წარმოადგენს.
ლიტ.: ი. სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005,
ც.ბ
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,