თა თე თვ თი თლ თმ თო თრ თუ თხ
თულ თუმ თუნ თუშ

თულუხჩი

თულუხით წყლის მზიდავი, მეთულუხჩეს ზოგან მეწყლესაც ეძახდნენ. დიდი ხნის მანძილზე თბილისი მარაგდებოდა მტკვრის წყლით, დამტარებლები კი თულუხჩები იყვნენ. თულუხჩი ან თავად ატარებდა წყლით დატვირთულ თულუხს მხრებზე მოკიდებულს ან ცხენს ვირსა და ჯორს აჰკიდებდნენ. წყლის აღების პროცესი რთული იყო. ამიტომ სამხედრო უწყებამ ჩუღურეთში, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის გვერდით დადგა წყალსაქაჩი. ეკლესიასა და წყალსაქაჩს შორის მდინარეზე ვიწრო ჩასასვლელი ბილიკი იყო გაკეთებული წყლის მზიდავთათვის. მათ მოსახლეობისათვის ქუჩა-ქუჩა დაჰქონდათ წყალი. უნაგირის კეხზე თულუხს წყვილად გადაბმულს გადაჰკიდებდნენ და ტყავის თასმით ამაგრებდნენ. წონასწორობისათვის თულუხჩი ხან ერთი და ხან მეორე თულუხიდან ასხამდა წყალს. თბილისში წყლის ფასი იცოდნენ, რადგან ქალაქში ჭა იშვიათად იყო. წყლის მოტანაში მომხმარებელი თულუხჩს „შაურს“ უხდიდა, მაგრამ არა ყოველ მოტანაზე: თულუხჩი თავის საანგარიშო ჯოხზე ყოველ მისვლაზე ნაჭდევს აკეთებდა და ყოველ 20 მისვლაზე მიიღებდა ერთ მანეთს. 1887 წელს, თბილისში გაიხსნა ქალაქის წყალსადენი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, XX საუკუნის დასაწყისამდე, მეთულუხჩეობას არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა.
ე.ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9