ცივი იარაღის ტიპი. ცალლესული. XVI საუკუნიდან ცნობილია, როგორც იანიჩარების იარაღი, მაგრამ გარდა თურქეთისა იატაგანს ახლო აღმოსავლეთის, ბალკანეთის და სამხრეთ ამიერკავკასიის ჯარებშიც ხმარობდნენ. მის ზოგიერთ სახეობას ორმაგათ გაღუნული, ტალღოვანი პირი აქვს. ეს იარაღი უვადაჯვროა. ტარი გაკეთებულია ძვლისაგან ან ლითონისაგან, რომელიც ბოლოში ფართოვდება და ორკაპა სახეს ღებულობს. პირი ქარქაშში ორკაპა ნაწილამდე ჩადის. იატაგანის ქარქაში ძირითადად ტყავგადაკრული ხისაგან კეთდებოდა.
მ.ქ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,