ნა ნე ნი ნო ნუ
ნაა ნაბ ნად ნავ ნაზ ნალ ნამ ნან ნარ ნატ ნაფ ნაქ ნაჩ ნაჭ ნახ ნაჯ

ნაბადი

მოთელილი მატყლისაგან დამზადებული წინ გახსნილი უსახელებო წამოსასხამი. XIX ს-ის ქართველ და კავკასიის სხვა ხალხთა ეროვნული კოსტიუმის ელემენტია. აქვს მთლიანი ზურგი და კალთები, ამოღებული ყელი და განიერი მხრები, დანიშნულების მიხედვით მზადდება მოკლე ან გრძელი, მსუბუქი ან მძიმე, დაბალ ან მაღალხაოიანი. XIX ს-ში საუკეთესო ნაბადის წარმოებით განთქმული იყო ჩრდილო კავკასია, ყაბარდო-ჩერქეზეთი, დაღესტანი და ოსეთი; ამიერკავკასიაში - საქართველო (იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი და დუშეთი). ნაბდის წარმოების ქართული ხალხური ტრადიციები ბოლო დრომდე კარგად იყო შემონახული. მაგალითად, სოფელ ჯვარის (სამეგრელო) ერთ-ერთ უბანში - ჩქვალერში, ქალები ოჯახებში თარგის მიხედვით საუკეთესო გრძელბეწვიან მთლიან ნაბდებს თელავდნენ. ამ შრომატევად სამუშაოში შედიოდა მატყლის რეცხვა, ჩეჩვა, „გაწვერგულება“, შეთელვა და სხვ. XIX ს-ში ჩოხა-ახალუხთან ერთად ფართოდ გავრცელდა ყუბანისა და თერგის კაზაკობაში, როგორც სამხედრო ამუნიციის ნაწილი, რომელმაც ხელი შეუწყო ქართულ-კავკასიური წარმოების ნაბადზე მოთხოვნილების ზრდას. სამცხე-ჯავახეთში ნაბდის ერთ-ერთ ტიპს „იაფინჯი“ (იხ.) ეწოდებოდა.
ლიტ.: დასურათებული ლექსიკონი, 2008.
ე.ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9