ია იე იზ ილ იმ ინ ირ ის იჩ იჯ
ილა ილე ილი

ილიტონი

ოდიკის შესახვევი აბრეშუმის ან სელის ოთხკუთხა ქსოვილი, „შესახვეველი“. სიმბოლოა, როგორც ახალშობილ მაცხოვრის სახვევებისა, ასევე გულისხმობს იმ სინდონს, ანუ არმენაკს, რომლითაც შეგრაგნეს ჯვრიდან გარდმოხსნილი და საფლავად დადებული სხეული ქრისტესი. სვიმეონ სოღუნელის თქმით: „ილიტონი წმინდა ტრაპეზზე არის ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის ნიშნად“. მოციქულებმა ქრისტეს აღდგომის შემდეგ მის სამოსთან და სახვევებთან ერთად იხილეს სუდარაც, რომელიც განსაკუთრებულად იყო დახვეული. ზუსტად ასევე, იხვევა ილიტონიც და მასზე მაცხოვრის ნაცვლად დასვენებულია სახარება.
ლიტ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2005- 2004. Архиепископ Вениамин, Новая Скрижал, М. 1999.
ხ. ც.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9