ია იე იზ ილ იმ ინ ირ ის იჩ იჯ
ინგ ინდ ინკ

ინგლისი

ჭურჭლის ერთგვარი შესამკობელი მასალა. ინგლისი მოვარდისფრო ოქროსფერი მიწაა. იგი „თირზე“ ღრმად არის მიწაში და „პწკრიალებს“. ერთი ფუთი ინგლისი საკმარისია ერთი საპალნე ჭურჭლის „მოსაინგლისებლად“. შროშაში ინგლისს საკარმიდამო ნაკვეთებში თხრიან. კარგად აშრობენ, ახმობენ მზეზე, ნაყავენ ხის როდინებში და ცრიან წმინდა საცერში - „სამტკიცში“. შემდეგ ყრიან თიხის ჭურჭელში ალბობენ და ზელენ ხელით თხლად- „ლაღედ“. წყალს უმატებენ მანამ, სანამ თხელი ფაფის სისქეს არ მიიღებენ.
ლიტ.: ც. კაკაბაძე, შროშული კერამიკა, 1982.
ც. კ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9