აქ. მკვახე ყურძნისაგან დამზადებული საწებელი, საქართველოს ეთნოგრაფიულ სინამდვილეში ისრიმის სინონიმებია: „ბჟოქი“, „მკვახე“, „ჟოლოქა“, „შემოუსვლელი“ და სხვა. დასავლეთ საქართველოში მიღებული იყო ისრიმის წვენში ჩაწყობილი შემწვარი წიწილის კერძი. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით, ისრიმის გამოყენებას საკვებად გამოწვეული იყო ზედმეტად მსხმოიარე ვენახის განტვირთვით.
ლიტ.: გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. 2007. ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,