კა კბ კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კათ კაკ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ

კათხა

  1. თუშეთში არყის ხის ქერქისგან დამზადებული ჭურჭლის სახელია, რომელშიც მეცხვარეები ხაჭოსა და მარილს ინახავდნენ.
    ე. ნ.
  2. ქალის თავსაბურავის ნაწილი, ჩიხტის სახესხვაობა. მასალად გამოიყენება მუყაო და ქსოვილი როგორც უბრალო, ისე კარგი ხარისხისა. მას ატარებდნენ მხოლოდ გათხოვილი ქალები.
    ე. ნ.
  3. ფეხიან ხის სასმისი. ცნობილია, რომ ქართველ ტომებში დიდი ყურადღება ექცეოდა რიტუალურ სმასა და სარიტუალო სასმისებს, რის გარეშეც არც ერთი საზოგადოებრივი ნადიმი თუ სარიტუალო ქმედება არ სრულდებოდა. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში რომლის ყოფის ორგანული ნაწილია ლუდის კულტურა, სასმისთა ისეთი ნაირგვარი ტიპები წარმოიშვა როგორიცაა: კათხა, კოში, ტარკოშა, კონჩხა, თასი, მოდიმოღმართა, სამთვალა, ბარძიმი, სირჩა და სხვა. კათხა ფართოდ იყო გავრცელებული მთელ საქართველოში. ეთნოგრაფიულ ყოფაში მისი ნაირგვარი ვარიაციები დასტურდება. ზოგ კათხაში 5-6 ლიტრი სასმელი ჩადიოდა, ზოგი კი მხოლოდ ერთ ღვინის ჭიქას ეტეოდა.
    ე. ნ.
    Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9