ხმლის ერთ-ერთი სახეობა. ხმალი კალდიმი დიდი პოპულარობით სარგებლობდა კავკასიაში, კერძოდ, საქართველოსა და ჩეჩნეთში. საბას განმარტებით „ესე ხრმალნიცა მრავალგვარნი არიან სხვადავხვა თემთა ქმნილთაებრ და რომელიცა ხრმალი ძველი, გრძელი, განხრილი, მზეველი და სრულია, გლუვი იყოს თუ გამოფერდილი, ანუ ღაროსანი, გორდა თუ კალდიმი, - ამას ქართველი ყვარობენ.“ ქართველების საყვარელი ხმლის „კალდიმის“ დამღას წარმოადგენს ჯვარის ფორმა, რომელიც სფეროზეა გამოსახული, ხმლის მეორე მხარეს უმეტეს შემთხვევაში მგელის დამღაც გვხვდება. კალდიმი სწორი, ან ოდნავ გახრილი, ცალლესული და ცალღარიანი ხმალია, ღარი პირს ვადადან 20-30 სმ სიგრძემდე დაუყვება, პირის სიგრძე 80-83 სმ.-ია. კალდიმის პირებზე დაგებულია როგორც ვადაჯვრიანი, ასევე ე.წ. „შაშკას“ (იხ.) უვადაჯვრო ტარები.
ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. II, 1993. Аствацатурян , оружие народов кавказа, санкт-петербург, 2004. მ. ქაფიანიძე, ქართული ხმლების ტიპოლოგიისათვის. სემმ ტ. I, 46ბ, 2010.
მ. ქ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,