კა კბ კე კვ კი კლ კო კრ კუ
კედ კევ კეკ კემ კენ კერ კეც კეხ

კეხი

ლიტონი ხისაგან გამოთლილი ვირის სასაპალნე (იხ. უნაგირი), ამზადებდნენ ფიცრებისგანაც, ტახტას ზოგჯერ ლითონის მრგვალ სახელურსაც უკეთებდნენ. საბა კეხს განმარტავს როგორც „შეუმზადებელ უნაგირს“. საქართველოში იგი ყველგან მზადდებოდა. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ თუში ხელოსნები. ზაფხულში თუშები შერჩეულ ხის ჯიშებს გააკოპიტებდნენ, ზამთარში დაამზადებდნენ, ხოლო გაზაფხულზე გაყიდდნენ. იგი ორი ნაწილისაგან შედგებოდა - ფრთები და თავები. ფრთები თელის ხისაა კარგი, თავები კი თხმელისა. საკეხე ხეს სიმაგრე რომ შემატებოდა, წყალში ხარშავდნენ. თავისებური ორიგინალობით გამოირჩეოდა კერამიკული ნაწარმის გადასატანი კეხი.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973. ნ.ჯ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9