ზაფხულის ნახნავი - საშემოდგომო ხორბლის დასათესად. ანეულის ხვნა ძირითადად დამახასიათებელი იყო ქართლ-კახეთის ბარისათვის. აქ მეურნეობის წამყვანი დარგი მიწათმოქმედება იყო, რომელშიც ერთ-ერთი ძირითადი ადგილი მარცვლეული კულტურების მოყვანას ეჭირა. ცნობილი იყო საგა ზაფხულო ხვნა („ახალთესლი“ - ქართლ-კახეთი, „ქერობა“ - მესხეთი), ზაფხულის ხვნა („ანეული“ - ქართლ-კახეთი, „თერძვა“ - მესხეთი) და საშემოდგომო ხვნა - „ნაოში“.
ანეულის ხვნა იწყებოდა მაისის ბოლოდან და მთელი ივნისის განმავლობაში გრძელდებოდა. ანეულად იხვნებოდა ნასვენები მიწა. ანეულად მოხნულ მიწის ნაკვეთს შემოდგომით აოშავდნენ, ე.ი. მეორედ მსუბუქად მოხნავდნენ და მოთესავდნენ.
მიწათმოქმედების რთულ სისტემაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ანეულს ენიჭებოდა. ურწყავში თითქმის სულ ანეულად ხნავდნენ, რადგან ანეულად მიწა ღრმად იხვნებოდა და დათესილი ყანა ადვილად იტანდა გვალვას. თავის მხრივ, ღრმად ხვნა დიდი გუთნით მუშობას მოითხოვდა.
ლიტ.: გ. ჩიტაია, ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია 1948 წლისა, მიმომხილველი, ტ.I, I.949. თ. Геладзе, формы организации труда в земледелии Восточной Грузии. Тб. 1987 Г.
თ. გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3