კა კბ კე კვ კი კლ კო კრ კუ
კობ კოდ კოვ კოთ კოი კოკ კოლ კომ კონ კოპ კორ კოტ კოშ კოჩ კოჭ კოხ

კოლოტი

ტყავის ჭურჭელი, რომლითაც ღვინოს გადაიტანდნენ. საკოლოტედ შეარჩევენ ასაკოვან ხარს. დაკლავენ ზაფხულის დამლევს, სანამ საზამთრო ბალნით შეიმოსებოდეს. გაატყავებენ დიდი სიფრთხილით, რომ არსად გაიჭრას, შემდეგ ტყავს ნედლი ჯოხებით გასხიპავენ, დაჭიმავენ, ბოლში გამოიყვანენ, ორი სამი თვის შემდეგ, გამხმარ ტყავს დაალბობენ, ბალანს გააცლიან, დაზელენ და ბალანგაცლილი პირით შიგნით მოქცეულს გვირისტით შეკერავენ. ხმარების შემდეგ გამოაშრობენ და მშრალ ადგილას ჩამოჰკიდებენ. საშუალო კოლოტი ჩვეულებრივ 10-15 ფუთ ღვინოს იტევდა.
ლიტ.: ლ. ფრუიძე, მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოში, 1974. ნ.ჯ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9