კა კბ კე კვ კი კლ კო კრ კუ
კობ კოდ კოვ კოთ კოი კოკ კოლ კომ კონ კოპ კორ კოტ კოშ კოჩ კოჭ კოხ

კორკოტი

ხორბლისაგან დამზადებული ფაფის საკვები. მზადდებოდა კანგაცლილი დაღერღილი მარცვლისაგან. ეს კერძი, ისე როგორც წანდილი (იხ.), საწესო-სარიტუალო საკვებია. ამზადებენ შობას, სულთმოფენობას, კვირაცხოვლობას, მიცვალებულის „თავზე“, „ორმოცზე“, „წლისთავზე“. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მიცვალებულის სახელობაზე და ახალი წლის დღესასწაულზე მომზადებული კორკოტი ბუნების აღორძინებისა და მთელი წლით სიკეთის დაბევების პრაქტიკული იდეით იყო გამსჭვალული.
ლიტ.: გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში, 2007. ვ. ბარდაველიძე, ქართველთა უძველესი სარწმ. ისტორიიდან, 1941.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9