კა კბ კე კვ კი კლ კო კრ კუ
კობ კოდ კოვ კოთ კოი კოკ კოლ კომ კონ კოპ კორ კოტ კოშ კოჩ კოჭ კოხ

კოშკი

კოშკი გალავანშია ჩაშენებული ან ცალკე დგას. იგი ვიწრო და მაღალია. საქართველოში ორიდან რვა სართულამდე კოშკებს აგებდნენ. კოშკი არის გეგმით კვადრატული, ცილინდრული, ზურგიანი (გეგმაში მისი ერთი მხარე ნახევარწრიულია), სწორუთხა, მრავალკუთხა, წრიული. სიტყვა კოშკი ქართულ წყაროებში XI ს-დან გვხვდება, მანამდე ასეთ ნაგებობას უწოდებდნენ გოდოლს, სვანეთში „მურყვამს.“ კოშკი დროის მიხედვით აღჭურვილი იყო სალოდეებით, სათოფეებით, საზარბაზნეებით.
ფეოდალურ ხანაში მთავარი სიმაგრე ციხე-ქალაქი იყო, მაგრამ ციხეების გარეშე ის თავის მოვალეობას ვერ შეასრულებდა. ციხე სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ხოლო ციხე-დარბაზი - კერძო პირს, ფეოდალს. ამ სიმაგრეებს სჭირდებოდა მაკავშირებელი, რომლის როლსაც ცალკე მდგარი კოშკი ასრულებდა. ამით ქვეყანაში იქმნებოდა თავდაცვის ერთიანი ჯაჭვი. თუ სახელმწიფო ძლიერი და ერთიანი იყო, ჯაჭვი მოქმედებდა და მტერი შეუმჩნევლად ვერ დაესხმებოდა. ციხეები და მათი მაკავშირებელი კოშკები ისე იყო განლაგებული, რომ ერთმანეთს უცქეროდა. ასეთი განლაგებისას საზღვრებზე მტრის გამოჩენისას იქვე მდგარი ციხის კოშკზე აინთებოდა კოცონი. მომდევნო კოშკის გუშაგი ცეცხლის დანახვისთანავე თვითონაც აანთებდა კოცონს და ასე, კოშკიდან კოშკს, სიმაგრიდან სიმაგრეს გადაეცემოდა სიგნალი, რომელიც სწრაფად აღწევდა ცენტრამდე. ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენის შემდეგ ცეცხლს თოფი და ზარბაზანი ცვლიდა. კოშკური კულტურა განსაკუთრებით განვითარდა სვანეთში.
ლიტ: პ. ზაქარაია, დასურათებული ლექსიკონი, 2008.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9