კა კბ კე კვ კი კლ კო კრ კუ
კობ კოდ კოვ კოთ კოი კოკ კოლ კომ კონ კოპ კორ კოტ კოშ კოჩ კოჭ კოხ

კოჭობი სახუცო

ლუდის სასმისი, ვერცხლის სარიტუალო თასი, რომელსაც შებმული აქვს ხალხისგან შეწირული სხვადასხვა სამკაული: მონეტები, ყაწიმები, შიბები-ძეწკვები და სხვა. სახუცო კოჭობი წმინდა ჭურჭელია და სასმელი ჭურჭლებიდან მხოლოდ იმითაა ნებადართული კოდიდან ლუდის ამოღება. თუ ადამიანი ცოდვილია, თავის თავს ვერ მისცემს ნებას სახუცო კოჭობიდან ლუდი დალიოს. არის წესი, როცა განსაკუთრებული კრძალვის ნიშნად კოჭობს მიწაზე დადებენ და მუხლებზე დამდგარნი ლუდს დახტუნებით დალევენ. ამ ჭურჭლის საკრალურ დანიშნულებას ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ მას წელიწადში ერთხელ გამოაბრძანებენ, რასაც ხალხი მუხლმოდრეკით შეხვდება. ეს თასი თავისი სიმბოლური არსით ზეციური წარმოშობისაა და ციდანაა ჩამოსული, ღვთისშვილთა ნიშანს წარმოადგენს და მისგან აღმოცენდება ჯვარხატი. „ეს ცით მოსული ხატი“ (ანუ ჯვრის ნიშანი), რომელიც ეკვრის სახუცო კოჭობის კიდეს, მტრედის სახით ეცხადება საყმოს. თასს განსაკუთრებული ძალა ენიჭება ხევისბერის ხელში, ხოლო მასზე მიკრული სამკაულები დიდიპატივისცემის ნიშანია. სახუცო კოჭობიდან თემის წევრები მოსვამენ ლუდს, რითაც სიმბოლურადაა გამოხატული თემის ერთიანობის იდეა.
ლიტ.: ე. ნადირაძე, ქართული ლუდი, ეთნოლოგიური ძიებანი, ტ III, 2007.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9