აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აჭ ახ აჯ
აპე აპლ აპო

აპოხტი

ხმელი ხორცი. საბას განმარტებით - შაშხი პოხილი//მსუქანი ხორცია, ლორი მეტად პოხილი, ყაღი კი მჭლე. ფშავ-ხევსურულ და მთიულეთ-გუდამაყრული მასალით, „საპოხი“ ყველანაირი ცხიმის - ქონის აღმნიშვნელია. აჭარულ-ლაზურში „აპოხტი“ ქათმის შაშხია, სვანურში - „აპეხტ“ ღორის შაშხს ნიშნავს, საქონლის შაშხს კი „კენჭ“ ეწოდება. აპოხტის ნაირსახეობაა თუშური ყაღი. იგი მზადდება ცხვრის, ძროხის, თხის, ნადირის ხორცისგან. სააპოხტე ფერცხლებს, მკერდს, დაჭრიდნენ დიდ ან პატარა გრძელ ნაჭრებად. 3-4 დღე მარილწყალში ამყოფებდნენ და შემდეგ გაკიდებდნენ მზეზე, სანიაოზე. მას შემდეგ, რაც ხორცი გამოშრებოდა, გახმებოდა - „გაყაღდებოდა“, შეინახავდნენ. მეორე ხერხით მარილს მოაყრიდნენ და მშრალად ჩადებდნენ ქვაბში, ხის ჭურჭელში ან გუდაში, 3-4 დღის შემდეგ კი გაკიდებდნენ გასაშრობად. „ვეფხისტყაოსანში“ შაშხის იდენტურ სიტყვად „ხმელობაა“ ნახმარი, რაც იუსტინე აბულაძის განმარტებით არის „დამარილებული ანუ დაშაშხული ხორცი შესანახად გამომხმარი“. ტარიელი ამბობს: „მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა“. ზამთრის საკვების დამზადების მსგავსი წესები ცნობილია კავკასიის სხვა ხალხებშიც.
ნ. ჯ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9