ლა ლე ლი ლო ლუ ლღ
ლაბ ლაგ ლავ ლაზ ლათ ლაი ლაკ ლალ ლამ ლაო ლაჟ ლარ ლას ლაფ ლაღ ლაჩ ლაჭ ლახ ლაჯ ლაჰ

ლაგამი

აღვირზე რგოლებით დამაგრებული ორნაწილიანი მეტალი, რომელიც ცხენს ამოედება პირში და მისი მეშვეობით მხედარი ცხენს აჩერებს ან აძლევს მიმართულებას. ზოგჯერ ლაგამს უკეთებდნენ ხორკლებს, რათა მართვის პროცესი უფრო ეფექტური ყოფილიყო.
ლაგამ-აღვირი ხშირად შემკული იყო ძვირფასი თვლებითა და ვერცხლის სევადით.... „ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა“ (ვეფხისტყ.). საბა ლაგამს საკბილავს უწოდებს. ქართველ არქეოლოგთა ვარაუდით, ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრიდან ჩნდება ლითონის ლაგმები; ბრინჯაოსაგან დამზადებული ეს ლაგმები დაკბილულია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ასეთი ლაგამასხმული ცხენი ძნელად დასამორჩილებელ-გასახედნავი უნდა ყოფილიყო.
ლიტ.: მ. ხაზარაძე, ცხენის აღკაზმულობა. კრბ. ოჩხარი, 2007.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9