ლა ლე ლი ლო ლუ ლღ
ლაბ ლაგ ლავ ლაზ ლათ ლაი ლაკ ლალ ლამ ლაო ლაჟ ლარ ლას ლაფ ლაღ ლაჩ ლაჭ ლახ ლაჯ ლაჰ

ლაზგა, ლარდა

(სვან)-სამყოფი. ძველი საცხოვრებელი ნაგებობები სვანეთში. ძირითადად ორნაირი სახის იყო. პირველი წარმოადგენდა რთულ კომპლექსს, ხოლო მეორე მარტივს, ერთშენობიანს. რთულ კომპლექსურ ნაგებობათა ანსამბლში შედიოდა: სახლი - „ქორ“, კოშკი-“მურყვამ,“ საგაზაფხულო სამყოფი „ლუფხვილდ“, “კეშგ“, “გუბანდ“, ბოსელი, დერეფანი. ამ ნაგებობათა გარშემო შემოყოლებული იყო ქვითკირის ზღუდე - გალავანი „ძღვილდ“. მარტივი, ერთშენობიანი საცხოვრებელი მოიცავდა ერთ სახლსა და კალოს.
რთული კომპლექსური ნაგებობის სამსართულიანი სახლი - „ქორ“ გამოყენებული იყო ადამიანის საცხოვრებლად, საქონლის სადგომად და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულებისთვის. ტიპურ სვანურ სახლს მიდგმული აქვს დაბალი კოშკი, რომლის პირველ სართულზე, ხის კიდობნებში ინახავდნენ ადამიანთა საკვებ პროდუქტს, მეორე სართულზე ინახავდნენ თივას - საქონლისთვის. ზოგჯერ ორ სვანურ სახლს შორის გასასვლელში მოწყობილი იყო სამჭედლო.
სვანური სახლის მრავალნაგებობიანი კომპლექსის არსებობა გათვალისწინებული იყო დიდი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. აქ რამდენიმე თაობის წარმომადგენელნი თავიანთი ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდნენ და საერთო ორგანიზაციული გეგმის მიხედვით ეწეოდნენ სხვადასხვა სახის სამეურნეო საქმიანობას. საცხოვრებელი სახლის კომპლექსში ყველას თავისი ადგილი ჰქონდა დასაძინებლად მიჩენილი და მათი იზოლაცია შეძლებისდაგვარად იყო დაცული, ოჯახის წევრთა საერთო შესაკრებელს კი წარმოადგენდა ვრცელი დარბაზი - „მაჩვიბი“, სადაც დაბრძანებული იყო ოჯახის უფროსი „ქორა მახვში“ და განაგებდა სხვადასხვა საქმის გეგმაზომიერ წარმართვას.
ლიტ.: მ. ჩართოლანი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1961.
ნ. გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9