ძვირფასი ცისფერი ქვა, რომელიც უძველესი დროიდან გამოიყენებოდა საიუველირო ხელოვნებაში. მისგან ამზადებდნენ ბეჭდებს, თვლებს, ყუთებს ამულეტებისთვის. გვიან შუა საუკუნეებში ლაჟვარდით ამკობდენ ავეჯს, ბუხრებს, ლარნაკებს. „ლაჟვარდი“ სპარსული სიტყვაა და ნიშნავს ლურჯ ცას, ხოლო მისი ქართული შესატყვისია „ცაფერი“ „ცისფერი ქვა“. ლაჟვარდით შემკული ნივთები ნაპოვნია მცხეთაში - არმაზისხევის ნეკროპოლისში. საშუალო შუა საუკუნეებში ლაჟვარდს საღებავადაც იყენებდნენ, მაგალითად, კედლის მხატვრობაში.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,