ლა ლე ლი ლო ლუ ლღ
ლაბ ლაგ ლავ ლაზ ლათ ლაი ლაკ ლალ ლამ ლაო ლაჟ ლარ ლას ლაფ ლაღ ლაჩ ლაჭ ლახ ლაჯ ლაჰ

ლარბიალ ბანდარ

(სვან.) - ვარცლის დასადგმელი სკამი. ამ სკამის თავში უფროსი რძალი - მერბიელი (პურის მცხობელი) ჯდებოდა. მას ებარა ოჯახის პურეულის მარაგი და მასვე ეკისრებოდა პურის ცხობა. სვანურ ქორწილში კერის გარშემო სამჯერ შემოტარების დროს პატარძალს მარჯვენა ხელში მისცემდნენ პურის ფქვილით სავსე კარვას (ხის ყუთი), რომელშიც იდო სამკაულები: ჩაფრასტები, ბეჭედი და სხვა. პატარძალს მარცხენა ხელში ჩვილი ბავშვი ეჭირა. შემოტარების შემდეგ დედამთილი ან უფროსი რძალი რძით ხელებს დააბანინებდა. ამ ცერემონიალის შემდეგ დასვამდნენ „ლარბიალ ბანდრი თხუიმზე“ - სკამის თავში, კალთაში კი პატარა ბიჭს ჩაუსვამდნენ - „ბიჭი დაგებადებაო“.
ლიტ.: რ. ხარაძე, დიდი ოჯახის გადმონაშთები სვანეთში, 1939. მ. ჩართოლანი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან 1961.
ნ. გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9