ხის მოხელე მორს ლარით დაჩილფავდა (აღნიშნავდა), რომლის მიხედვითაც უნდა გაეპო, გაეხერხა თუ გაეთალა სხვადასხვა საჭიროების ფიცრები. ლარი // რალი (რაჭ) // ჩილფი (ქართ.კახ. იმერ.) // ჩირფი (აჭარა) // ნახშირ-ბაწარი (თუშ.) წარმოადგენს რამდენიმე წვერად შეგრეხილ ძაფს, რომელსაც ამოავლებდნენ შავ „წერნაქში“. გადაჭიმავდნენ დასამუშავებელ ფიცარზე და ლარს დაბერტყავდნენ, რასაც „ლარის“ დაკვრას // „ხის დაჩილფვას“ ეძახდნენ. „ლარის დაკვრით“ აღინიშნებოდა გასახერხი ან გასათლელი ადგილი და შემდეგ იმის მიხედვით გაითლებოდა ხე.
ლიტ.: გ. გასიტაშვილი, ხის დამუშავების ხალხური წესები, 1962.
გ. გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,