შა შე შვ ში შნ შო შრ შტ შუ შხ
შაბ შავ შალ შამ შან შარ შატ შაშ

შაშკა

ხმლის ერთ-ერთი სახეობა. სახელწოდება მომდინარეობს ჩერქეზული სიტყვიდან „საშხო“, საიდანაც წარმოდგა რუსული და ნიშნავს „დიდ დანას“. სავარაუდოდ, მისი სამშობლოც ჩერქეზეთია. წერილობითი წყაროების მიხედვით, „შაშკა პირველად მოხსენიებული აქვს იტალიელ მოგზაურს ჯოვანი დე ლუკას, ჩერქეზების აღწერილობაში 1625 წ. XVII ს-დან თითქმის მთელს კავკასიაში ძალზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ხან გირეი აღნიშნავდა, რომ „შაშკებს ატარებენ ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, ვისაც ქონდა იარაღი, მას აუცილებლად ჰქონდა შაშკაც.“ აქედან გამომდინარე შაშკა კავკასიელი მეომრის აღკაზმულობის უცილობელატრიბუტად გადაქცეულა. შაშკები საქართველოშიც მზადდებოდა, ისევე როგორც მთელ კავკასიაში. ტერმინი „შაშკა“ ქართულ მეტყველებაში არ დამკვიდრდა, მას როგორც „ლეკურს“ ისე მოიხსენიებდნენ. შაშკა შედგება ტარისა და მოხრილი პირისაგან, ტარი იყო ძვლის, რქის ან მთლიანად ვერცხლის, ან კომბინირებული ნახევარ-ნახევარზე. ტარი ბოლოში მასიური ფორმისაა და ორად გახსნილია, რათა ხმარების დროს ხელიდან არ გასხლტომოდათ. შაშკის პირი ოდნავ მოხრილია, შეიძლება იყოს ერთი, ორი ან სამღარიანი, პირზე ვხვდებით სხვადასხვა ადგილობრივ ან ევროპულს მინაბაძ დამღებს. ქართული შაშკების გამოყოფა მთლიანი კავკასიური ვარიანტებიდან, შესაძლებელია ვერცხლზე შესრულებული ორნამენტების, დამღებისა და ქარქაშის მორთულობის მიხედვით. კავკასიური შაშკის ტარი ქარქაშში ნახევრამდე იფარება, ასეთი ფორმით იგი ადვილად გამოსარჩევია სხვა ტიპის ხმლებისგან.
ლიტ.: Э. Аствацатурян, оружие народов кавказа, Москва, 1995. მ. ქაფიანიძე, ქართული ხმლების ტიპოლოგიისათვის. მ. ქ. სემმ, ტ. I, 46-ბ, 2010
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9