ლა ლე ლი ლო ლუ ლღ
ლეი ლეკ ლელ ლემ ლერ ლეს ლეშ ლეჩ ლეჭ

ლემი

(სვან.) - სვანეთის ერთობლივი ხევის დროშა. გადმოცემით, წინ უძღოდა სვანეთის ლაშქარს ბრძოლის დროს. წარმოადგენს ყვითელი აბრეშუმისაგან შეკერილ ზოომორფულ (მგელი// ლომი) გამოსახულებას. მისი მფლობელი იყო ხევის უფროსი, რომელსაც ეწოდებოდა მელემე. დროშას გამოაბრძანებდნენ ხოლმე დღესასწაულ „ჰულიშ“//“ულიშობისას“, რომლის დროსაც იმართებოდა დოღი. მხედარი ამ დროშით ხელში წინ მიუძღვებოდა დოღს, ცხენის ჭენებისას დროშა იშლებოდა და ლომის (მგელი) თავს წარმოაჩენდა. აღსანიშნავია, რომ მგელი სვანებისთვის ტოტემურ ცხოველს წარმოადგენდა, მას მიეწერებოდა ყოველმხრივი ზებუნებრივი ძალა. სვანების წარმოდგენით მგლები მფარველობენ და ეხმარებიან ადამიანებს და მათი მოკვლა ტაბუირებული იყო. დროშა ლემი წმინდა დროშად ითვლებოდა. იგი უშუალოდ უკავშირდება ტოტემური რწმენებისა და პრაქტიკის უძველეს სამყაროს. საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და მესტიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში ინახება XIX საუკუნეში შეკერილი დროშა ლემი, რომლის ვერცხლის ბუნი XI საუკუნისა უნდა იყოს.
ლიტ.: მ ჩართოლანი, ქართული ხალხური მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1961.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9