ლა ლე ლი ლო ლუ ლღ
ლიბ ლილ ლიპ ლიტ ლიფ

ლიბანდაკი

საძგერებელი იარაღი. სულხან-საბას ლიბანდაკი განმარტებული აქვს ლახვრის ქვეშ „ბუნ-წყრთეული შორით სასროლი, რომელ არს ლიბანდაკი.“ ამ საძგერებელი საჭურველის ნამდვილი სახელი ალებარდია, რომელიც ზემო გერმანული Helmbarte-საგან არის წარმომდგარი. ის მართლაც შუბისმაგვარი საძგერებელი იარაღია, მაგრამ პირსამძგიდობის გარდა, მას წვეტიანი თავის ქვევით, ცულ-თოხის მაგვარი საჭრელ-საჩხვლეტიც ჰქონდა.(ივ. ჯავახიშვილი). ის ჰალებარდი, რომელიც ჯავახიშვილმა განმარტა მართლაც ცულ-თოხიანია და ბუნგრძელიც, ხოლო საბას განმარტებული ლიბანდაკი მცირე ზომისაა და სასროლი, ხოლო სასროლად ცულ-თოხიანი შუბი არცთუ საიმედოა მიზანში მოსარტყამად (მისი სროლა მხოლოდ ნაჯახივით შეიძლება ბზრიალით), რაც იმას ადასტურებს, რომ ჯავახიშვილისეული „ალებარდი“ და საბასეული „ლიბანდაკი“ სხვადასხვა იარაღია, მით უმეტეს, რომ ლიბანდაკის ქვეშ საბა კიდევ ერთ ტერმინს „ისარს“ ასახელებს, რაც ალებარდისთვის მიუღებელია.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, ტ. III-IV 1962. სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ, I, 1991.
მ. ქ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9