ლა ლე ლი ლო ლუ ლღ
ლიბ ლილ ლიპ ლიტ ლიფ

ლილა

ინდიგო, მცენარეული წარმოშობის საღებავი, იღებდნენ ინდიგოს შემცველი მცენარის ფოთლებიდან. საქართველოში შემოჰქონდათ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (ინდოეთი, ირანი, თურქეთი). ლილის-ინდიგოს საღებავის გავრცელება საქართველოში გვიანფეოდალური ხანიდან ივარაუდება. ლილა-ინდიგოს იყენებდნენ ლურჯად ღებვისათვის. საოჯახო ღებვაში ლილა განსაკუთრებით ფართოდ მოიხმარებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ფშავი, მთიულეთი, ხევსურეთი), გამორჩეულად ინტენსიური მომხმარებელი იყო ხევსურეთი. ხევსურული ჩაცმულობის - მამაკაცისა და ქალის ტალავარის ბევრი ელემენტი იღებებოდა ლურჯად. ღებვის ტექნიკაც სათანადოდ იყო შემუშავებული. აყენებდნენ ლილის ხსნარს და შესაღებ მასალას შიგ ყრიდნენ, ფერჭერისათვის იშველიებდნენ ნაცრის ნაყენს და საქონლის შარდს. მტკიცე, მდგრადი ფერის მიღების უზრუნველსაყოფად პრაქტიკულ ღონისძიებებთან ერთად შემუშავებული იყო მაგიურ-რელიგიური ქმედებები.
ლიტ.: მსშხი ტII, ნაწ.II, 1982
ლ. მ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9