ლა ლე ლი ლო ლუ ლღ
ლიბ ლილ ლიპ ლიტ ლიფ

ლილახანა

(სპარს.) - სამღებრო სახელოსნო. ლილიხანა ცალკე ნაგებობაში იყო გამართული: მასში, ერთ მხარეს მიშენებული იყო ქურა, ქურაში ჩატანებული იყო ქვევრები, ქვევრებს შორის აგებული ცეცხლის სანთებში დანთებული ცეცხლის კვამლი ქვევრებს უვლიდა და საღებავს ათბობდა. სამღებრო ინვენტარს შეადგენდა წყლის მოსაკავებელი - ქვევრი თაღარი, საღებავისთვის თიხის ჯამები, სატყეპელა და სხვ. სახელოსნოს სიდიდე დამოკიდებული იყო ქვევრების რაოდენობაზე. ღებვა ხდებოდა ოდნავ შემთბარი საღებავის ხსნარით, ზაფხულში საერთოდ გათბობას არ საჭიროებდა. მტკიცე, მდგრადი ფერის მიღებისათვის საღებავს უმატებდნენ ფერმჭერად ხმარებულ ნახშირს და კირის ნარევს. შესაღები მასალის საღებავში დაყოვნების ხანგრძლივობის მიხედვით მიიღებოდა სხვადასხვა შეფერილობა - ტონი. მუქი ფერის მიღების შემთხვევაში გასაბაცებლად თაფლს უმატებდნენ. შესაძლებელი იყო ფერიდან ფერზე გადაყვანაც: ყვითლისა მწვანეზე, მაგარი წითლისა უფრო ბაცად. და ა,შ,
ლილიხანაში ძირითადად ბამბეული და შალის ფეიქრული ნაწარმი იღებებოდა. ლილიხანები გვიანფეოდალურ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული. XVIIIს. ქართლ-კახეთში 60 ლილახანა მოქმედებდა.
ლიტ.: ნ. ბერძენიშვილი, სამღებროთა შესახებ, საქართველოს ისტორიის საკითხები, IV, 1967. მსშხი, ტ.II, 1982.
ლ. მ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9