ლა ლე ლი ლო ლუ ლღ
ლიბ ლილ ლიპ ლიტ ლიფ

ლიტის ჭურჭელი

ღამისთევის ლოცვაზე, დიდი დღესასწაულების წინ პურის, ხორბლის, ღვინისა და ზეთის საკურთხევლად სპეციალურად განკუთვნილი ჭურჭელი, მინის ან კეთილშობილი ლითონისგან დამზადებული. შედგება ლანგრის, სამი პატარა თასის ან ჭიქის და სამი სასანთლისაგან. საკურთხევლად გამზადებულ პურს, ხორბალს, ღვინოს და ზეთს დებენ ლიტის მაგიდაზე შუა ეკლესიაში, ანთებენ სანთლებს, დიაკვანი სამჯერ შემოუკმევს გარშემო საცეცხლურით, მღვდელი ამბობს ლოცვას.
ცისკრის ლოცვის დასასრულს, ლიტიის დროს, ნაკურთხ ზეთს მღვდელი შუბლზე სცხებს მლოცველებს ჯვრის სახით, ხოლო ნაკურთხ ხორბალს და ღვინოში ჩამბალ პურს ურიგებენ. ეს ქმედება მოგვაგონებს მაცხოვრის მიერ ხუთი პურით ხუთი ათასის დაპურებას და ქრისტიანთა უძველეს ტრადიციას -ეკლესიაში პურის, ზეთის, ღვინის მიტანას, რომლითაც ლოცვის დასასრულს მლოცველები ტრაპეზობდნენ.
ხ. ც.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9