მა მე მზ მი მკ მო მტ მუ მშ მც მძ მწ მჭ მხ
მაგ მაზ მათ მაკ მალ მან მაჟ მარ მას მატ მაფ მაქ მაღ მაყ მაშ მაჩ მაწ მაჭ მახ მაჯ

მაგიდა

საოჯახო ავეჯის სახეობა. ტერმინი ჩნდება XVIII საუკუნეში. ადრეულ ეპოქაში მისი შესატყვისი ტერმინია ტაბლა. ფეოდალური ხანის საქართველოში დასტურდება სამი სახის მაგიდის არსებობა: მაღალფეხიანი, დაბალფეხიანი და საფენი სუფრები. იყო აგრეთვე ე.წ. პიუპიტრებიანი მაგიდები, ანუ საწიგნეები, რომლებზედაც იდებოდა საეკლესიო თხზულებანი და მკითხველები მრევლისათვის კთხულობდნენ სახარებას ან დავითნს. ასეთი მაგიდების მრავალფეროვანი ტიპები დამოწმებულია ძველ ქართულ ხელნაწერთა მორთულობაში. ჩვეულებრივი სასაუზმო მაგიდების პროტოტიპები დასტურდება უბისისა და გელათის მხატვრობაში, უცხოელ მოგზაურთა აღწერილობაში, საოჯახო ინვენტარში.
ლიტ.: ვ. ართილაყვა, XVI-XVII სს. ქართული მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1965.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9