პატარა სამგზავრო წყლის ჭურჭელი, რომელსაც ჩვეულებრივ იკიდებენ ქამარზე. ჩუბინაშვილის განმარტებით, მათარა ნატისაგან შეკერილი სამგზავრო სასმისია, ხოლო თუშები მათარას წყლის სასმელ კოჩხოს უწოდებენ და მას მეცხვარეები ხმარობდნენ. მათარა ერქვა აგრეთვე ქამარზე დასაკიდ ტყავის ჭურჭელს, რომელსაც ამზადებდნენ მსხვილფეხა პირუტყვის უკანა ფეხზე გახდილი ტყავისგან. მათარა ძველად ტყავის კეთდებოდა, ახლა ხის, ლითონის ან მინისაა, რომელიც მოთავსებულია ტყავის ან ქსოვილის ბუდეში. იხმარებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,