ხორბლისა და ფქვილის შესანახი სახურავიანი მცირე ზომის კიდობანი. ასეთი ყუთი დაახლოებით იტევდა 40 კგ ფქვილს. აკეთებდნენ ცაცხვისაგან, რადგან ეს ხე კარგად ინახავს ფქვილს. აქვს სახურავი და საკეტი. მანჩაში მარცვალს ზემოდან ყრიან, ხოლო წინა კარიდან იღებენ. მანჩა მოიაზრება ისეთ სათავსად, როგორიცაა ამბარი, ლაზამბარი და ხალამბარი. ყველა ესენი კი მცირე ბეღელის ფუნქციის მატარებელნი არიან. მანჩა იდგა საცხოვრებლის მარჯვენა მხარეს თაროს (ბუჯერი) გვერდით. მანჩის ადგილიდან დაძვრა ხალხის რწმენით იკრძალებოდა. დიდი თუ მცირე ზომის საფქვილე - მანჩა კიდობნებში - ნალის ჩაგდება იცოდნენ, რაც ხალხის რწმენით დოვლათიანობას უზრუნველყოფდა.
ლიტ.: ლ. ბედუკიძე, ხის ავეჯი იმერეთში, მიეშ, 1979.
ლ. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,