აბრეშუმის ძაფის ამოსახვევი. მანჯანიკი წარმოადგენს ორკაპა ჯოხს, მის საყრდენში ჩამაგრებული კოჭიდან ძაფი ჩარხის ტარის დატრიალებით ბორბალზე ეხვეოდა. მანჯანიკის მეორე სახეობაში ორკაპა ჯოხი და კოჭის საყრდენი ფიცარი მიწაში ცალ-ცალკე იყო ჩასმული. მესამე სახეობა შედგებოდა ბოძზე დადგმული ჩიხრიხის-ჩარხისა და ორკაპა ჯოხისგან, მასში გაყრილი კოჭითა და მასრით. ჩარხის დატრიალებით მასრიდან ძაფი გადადიოდა კოჭზე და ეხვეოდა მასზე. მანჯანიკის დაწინაურებული სახეობაა მანჯალიხი. მანჯანიკის ამ ტიპებიდან პირველი სამი კახეთსა და ქიზიყში იყო გავრცელებული, მანჯალიხი კი - საინგილოში.
ლიტ.: ნ. აბესაძე, მეაბრეშუმეობა საქართველოში, 1957.
ლ.მ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,