მა მე მზ მი მკ მო მტ მუ მშ მც მძ მწ მჭ მხ
მკი მკუ

მკის ჯვარი

თავთავისაგან დაწნული ჯვარი, რომელსაც მკის დამთავრების შემდეგ მესვეური (მეთაური მუშა) დაწნავდა, სამკალის პატრონის სახლში მიიტანდა და გადასცემდა დიასახლისს სიტყვებით - „ეს ძველი და სხვა ახალიო, ღმერთმა კიდევ ბევრს დაგვასწროსო“. „ამინ!“ - იტყოდა დიასახლისი და გამოუტანდა მამალს. მკის ჯვარს დიასახლისი ბოძზე ან კედელზე დაკიდებდა ანდა ბეღელში ჩააგდებდა,მომავალ წელს კი ახალი მოსავლის ლეწვისას პირველ კალოში შეურევდნენ.
კახეთში გავრცელებული ჩვეულების მიხედვით, „თესლის გატანის დღეს მას ფშვნიდნენ, „ღვინით აზიარებდნენ“, თესლში შეურევდნენ და იტყოდნენ - „ასე კაკალივით მარცვალი მოვიდესო“.
ნაცვალგარდას ( შრომითი ურთიერთდახმარება) მონაწილეები მკის დამთავრების შემდეგ აწყობდნენ საერთო სუფრას. თითოეული მონაწილე მიდიოდა მამლით, რომელსაც ის ოჯახის დიასახლისისაგან იღებდა, როცა მას მკის ჯვარს გადასცემდა. ამ მამალს ჯვარის მამალი ერქვა, ხოლო მამლის ხორცით მოწყობილ სუფრას „ჯვარიმამლობა“.
ლიტ.: გ.ჯალაბაძე მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1990
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9