ნა ნე ნი ნო ნუ
ნაა ნაბ ნად ნავ ნაზ ნალ ნამ ნან ნარ ნატ ნაფ ნაქ ნაჩ ნაჭ ნახ ნაჯ

ნავტიკი

ერთგვარი საკომუნიკაციო საშუალება. გაბერილი ტყავის ტიკი, რომელზედაც ზემოდან დაკრული იყო ფიცრები მდინარეზე გადასასვლელად. „მცირე ტივი, ანუ ლასტი, ქვეშედამ გაბერილის გუდებით, წყალში გასავალად“ (ნ. ჩუბ.). ნავტიკიდან თევზაობდნენ კიდეც. ადრე თბილისში, მუხრანის ხიდის ადგილზე, იყო მცურავი ნავტიკის ხიდი, მას „მუხრანსკის“ ხიდსაც უწოდებდნენ. ნავტიკებს სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა. რუსეთ-თურქეთის ომის დროს, ქართველებმა ერთ-ერთ მდინარეზე მეომრები ნავტიკით გადაიყვანეს. ხშირად გორიდან ატენური ღვინო თბილისში ნავტიკებით მოჰქონდათ. ნ.ჯ.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9