ნა ნე ნი ნო ნუ
ნაა ნაბ ნად ნავ ნაზ ნალ ნამ ნან ნარ ნატ ნაფ ნაქ ნაჩ ნაჭ ნახ ნაჯ

ნალბანდი

საქონლის რკინის ნალით დამჭედავი. იმისათვის, რომ საჯდომ და მუშა საქონელს საჯაფო სამუშაოთა შესრულებისას ჩლიქები არ დაუცვდეს, ლურსმნებით აჭედებენ რკინის ნალებს. დაჭედვისას კარგად გაბაწრულ ცხოველის ჩლიქის ძირებს ბრტყლად მოუსწორებენ დანით და დააჭედებენ ნალებს. ნალბანდს დიდი დაკვირვება მართებს, ლურსმანი გაატაროს ჩლიქის უგრძნობ ნაწილში და არ შეახოს საქონლის საღ ხორცს, თორემ დაჭედილი პირუტყვისათვის იგი მუდმივი ტკივილის წყაროდ იქცევა და შესაძლოა, ამით სამუდამოდ დახეიბრდეს. ჩლიქში გვერდულად დარტყმული ლურსმნის წვერი მის ზედაპირზე გამოდის, რომელსაც ჩლიქებზევე გადაკეცავენ. ნალსა და ლურსმანს ძირითადად მჭედელი სჭედდა, ზოგ შემთხვევაში კი თვით ნალბანდები ამზადებდნენ. დიდი სამუშაოების დროს სანალბანდო საქმიანობაში ქვედარგები ყალიბდებოდა. მუშა საქონელი წელიწადში 4-5-ჯერ იჭედებოდა, რაც განაპირობებდა სანალბნდო საქმიანობის შეუწყვეტელ ხასიათს.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9