ნა ნე ნი ნო ნუ
ნაა ნაბ ნად ნავ ნაზ ნალ ნამ ნან ნარ ნატ ნაფ ნაქ ნაჩ ნაჭ ნახ ნაჯ

ნალია

ღომის თაველის საშრობი ნაგებობა, გარდა ღომისა, საჭიროების დროს სხვა მარცვლეულსაც აშრობენ. ძირითადად გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში (გურია, სამეგრელო, იმერეთი). ნალია წარმოადგენს მოღობილ//მორაგულ ორფერდად გადახურულ, ნახევრად ღია ნაგებობას, რომელიც იდგა ხის ან ქვის სვეტებზე. ნალიაში გადებულ ჯოხებზე ღომი ეწყობოდა ხელეურებად და ქვეშიდან უნთებდნენ ნელ ცეცხლს, რომ ზომიერად გამომხმარიყო.
ლიტ.: ჯ. რუხაძე, ხალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში, 1976.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9