ერთგვარი სოკო, რომელიც წიფლის ხის ტანსაა მიკრული, იზრდება საკმაოდ დიდი. აბედის სოკოს კარგად გამოხარშავენ, მზეზე გააშრობენ და შემდეგ წვრილ ნაჭრებად დაანაკუწებენ. ცეცხლის დანთებისას აბედის ნაკუწს მჭიდროდ დაადებენ ფოლადის ნაჭერს - კვესს (იხ.) და ჩამოარტყამენ ტალს (იხ.) - მაგარი ქანის შედგენილობის ქვას. რკინის ქვაზე ჩამორტყმისას გაყრილი ნაპერწკლები აბედს შეეყრება და რამოდენიმე ასეთი ჩამორტყმის შემდეგ წაეკიდება უალო ცეცხლი, რომელიც საკმარისია დიდი ცეცხლის ასანთებად. კვეს-აბედით ცეცხლის გაჩაღება ადამიანის ერთი უძველესი გამოგონებათაგანია. ეს პრინციპი მოგვიანებით ეფექტურად იქნა გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის კონსტრუქციაში.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3