პა პე პი პო პუ პწ
პაი პალ პან პარ პატ პაყ

პაიჭი, პაჭიჭი

საცვეთი. წვივის შესამოსელი. მზადდებოდა ტყავის და ქსოვილისაგან. ძირითადად მეცხვარე და მესაქონლე ხალხი ხმარობდა. ხევში პაიჭები ცხვრისა და თხის ტყავის მზადდებოდა, სვანეთში კი - ჯიხვისა და არჩვის ტყავისგან. ძველად ორი სახის პაიჭებს ხმარობდნენ. ერთ მათგანს სამუხლე პაჭიჭს უწოდებდნენ, ჩამცმელს მუხლებს ზემოთ სწვდებოდა და მას იყენებდნენ ზამთარში, მეორეს, უფრო მოკლეს, ახალგაზრდები იცვამდნენ. პაიჭებს ძირითადად ქალები ამზადებდნენ და მამაკაცის გარდა თავადაც ხმარობდნენ. ხევში ბოლო დრომდე შემორჩა ტრადიცია პატარძლის მიერ ახალი პაიჭების დამზადებისა მაზლისა და მამამთილისთვის, რასაც მონდომებით კერავდა და ამკობდა მცენარეთა სახეებით. პაიჭის შემკობაში ვლინდება ქალის ხელსაქმის ოსტატობა. პაიჭის წვივზე დასამაგრებლად ამზადებდნენ ჭრელი აბრეშუმის ზონრებს - ჩახსაკრავებს(იხ.), რომლებზედაც არცთუ იშვიათად სხვადასხვა სახის სახოტბო სიტყვები ან პატრონის სახელდება იყო ამოქარგული.
ნ.ჯ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9