პა პე პი პო პუ პწ
პაი პალ პან პარ პატ პაყ

პანაღია

1. მცირე ხატი ღმრთისმშობლისა, რომელსაც მღვდელმთავრები მკერდზე ატარებენ ნიშნად მწყემსმთავრული ღირსებისა. არსებობს აგრეთვე პანაღიები მაცხოვრის, წმ. სამების და სხვა წმინდანთა გამოსახულებით.
2. სეფისკვერი, რომლიდანაც პროსკომედიაზე ამოკვეთილ იქნა ნაწილი ღვთისმშობლის პატივსაცემად. სადღესასწაულო დღეებში მონასტრებში ლიტურგიის შემდეგ სრულდება პანაღიის ამაღლების წესი, როცა ღვთისმშობლის სეფისკვერი ტაძრიდან მონასტრის ძმათა მიერ გადაბრძანდება სატრაპეზოში, სადაც ტრაპეზის დასრულების შემდეგ მღვდელმსახური ლოცვითა და დიდებისმეტყველებით სეფისკვერს ხატების წინ აამაღლებს, რის შემდეგაც მას ყველა იგემებს. ეს წესი ტრაპეზზე მაცხოვრისა და დედაღმრთისა დასწრების ნიშნად სრულდება. ლიტ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2005. .2004.
ხ. ც.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9