პა პე პი პო პუ პწ
პაი პალ პან პარ პატ პაყ

პანდარი-ტახტი

(ხევი) - ხის განიერი საწოლი. პანდარი „სამყოფლოში“ (ოჯახის საცხოვრებელი ოთახი) კედლის გასწვრივ კეთდებოდა. დამახასიათებელი იყო მრავალსულიანი ოჯახისთვის. პანდარის მოცულობა ოჯახის წევრთა შემადგენლობით განისაზღვრებოდა. საოჯახო თემში მცხოვრებ თითოეულ ძმას თუ ბიძაშვილს თავისი პანდარი ჰქონდა, რომელშიც მისი ცოლშვილი იძინებდა. პანდარს ახლდა ხის სასთუმალი, რომელიც ზედ დადებული ბალიშით, დაკეცილი ნაბდით ან „კვირტისგან“ ნაქსოვი საფენით,ტახტის აუცილებელი ნაწილი იყო. საგებლად ხმარობდნენ ნაბადს, დასახურად კი „გუდანურს“ ანუ საბანტყავს. პანდარზე მხოლოდ ახლად შეუღლებული ცოლ-ქმარი არ იძინებდა. მათთვის განკუთვნილი იყო ბოსლის გვერდზე გამოყოფილი ოთახი „საწვალაი“, რომლითაც სარგებლობდნენ ერთი წლის მანძილზე.
ლიტ.: ვ. ითონიშვილი, მოხევეების საოჯახო ყოფა, 1970.
ლ. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9