პა პე პი პო პუ პწ
პაი პალ პან პარ პატ პაყ

პატრონტაში, სამასრე, სასწრალო

ვაზნების სატარებელი. ძირითადად ტყავისაგან მზადდებოდა და მხარიღლივ იკიდებოდა. პატრონტაშების ისტორია კაჟიანი თოფების ეპოქაში (XVI-XVII) იწყება, სავარაუდოდ იმ პერიოდიდან, როდესაც თითო გასროლა დენთი დოზირებულად ცალ-ცალკე ჭურჭელში თავსდებოდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მხარიღლივ გადასაკიდებელი პატრონტაშები თანდათანობით კავკასიური კოსტიუმის, ჩოხის უცილობელ დეტალად იქცა და მკერდზე განთავსებული სამასრეების სახით მოგვევლინა. კავკასიაში, ჩოხის სამასრეებს XIX საუკუნის პირველ ნახევარშიც (ფისტონიანი თოფების პერიოდი) პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, ხოლო შემდგომ ხანებში წმინდა დეკორატიული ხასიათი შეიძინა.
მ. ქ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9