ჟა ჟი
ჟაკ ჟამ ჟან ჟაფ

ჟანგარო

შავი საღებავი, შემზადებული თავშავა ბალახის, რკინის წიდისა და ჟანგიანი რკინების ნაყენით. საღებავ - ჟანგაროს სხვადასხვა ვარიანტში კაკლის, ბროწეულის ან თრიმლის ფოთოლიც გამოუყენებიათ. ჟანგაროს რეცეპტის ყველა ვარიანტის უცვლელ კომპონენტს თავშავა განეკუთვნება. ჟანგაროთი ღებვა ხანგრძლივი პროცესი იყო (ათი, დღე, ორი კვირა), ღებვა წარმოებდა ქვევრებში დაყენებული საღებავით, ღებვის ცივი წესითა და ჰაერზე გაქარვის საშუალებით მიღებული შავი გამოირჩეოდა ფერის ხარისხითა და მდგრადობით. ჟანგარო შავი საღებავის სახელით მხოლოდ ქიზიყშია ცნობილი.
ლიტ.: ს. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1943. ლ. მოლოდინი, ხალხური ღებვის წესები ქიზიყში, ეთნოლოგიური ძიებანი, ტ. I, 2000.
ლ. მ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9