რა რი რკ რო რუ რქ
რიგ რიკ რიჯ

რიგით მენახირეობა

სოფლის ან უბნის საქონლის სანაცვლოდ მწყემსვა. თითოეული კომლი რიგრიგობით ეწეოდა მწყემსობას. დღეების რაოდენობას განსაზღვრავდა საქონლის რაოდენობა. შრომის ორგანიზაციის ეს ფორმა ძირითადად გავრცელებული იყო საქართველოს მთიანეთის იმ რაიონებში, სადაც მესაქონლეობა შინაალპური ფორმისა იყო, ე.ი. საზაფხულო საძოვრები მოსახლეობის მუდმივ დასახლებას არცთუ ისე შორი მანძილით იყო დაშორებული და ამის გამო ზაფხულობით დასახლებიდან საქონლის გარეკვას არ მოითხოვდა (ლებაისკარი, შატილი, უშგული და სხვა). მწყემსობის ეს ფორმა შედარებით იშვიათად გვხვდება ბარის სოფლებშიც, სადაც საქონლის მოვლა-პატრონობა უშუალოდ ძირითად სამეურნეო ბაზრებზე - სოფლისა და სოფლისპირა საძოვრებსა და გასადევარზე ხდებოდა. შრომის ორგანიზაციის ეს ფორმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელწოდებით იყო ცნობილი: ძროხაჯერი, ქირით მენახირეობა, რიგით მწყემსობა, რიგ-რიგა, გაჯერება, ხარავანი.
ლიტ.: ვ. შამილაძე, მესაქონლეობა სამეგრელოში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კულტურა და ყოფა, II, 1974.
თ. გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9