რა რი რკ რო რუ რქ
რკი რკტ

რკინა წედისის

რკინის ადგილობრივი სახეობა რაჭაში, სოფელი წედისის (ზემო რაჭა) მიხედვით, აქაური რკინა გამოირჩევა განსაკუთრებული ღირსებით, მაღალი ხარისხით. მისგან დამზადებული ნაწარმი („ხელადი“) დაფოლადებას არ საჭიროებდა. ამასთან, სოფელი წედისი იმდენად ინტენსიურად ადნობდა რკინას, რომ ამარაგებდა სხვა რეგიონებსაც (ქართლი, იმერეთი, ზოგჯერ ჩრდილო კავკასიაშიც გადადიოდა). წედისური რკინის გამოდნობა ძველი ტრადიციების მატარებელი იყო, რომელმაც XX საუკუნის შუა ხანებამდე მოაღწია.
ლიტ.: ნ. რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953.
ა. გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9