რა რი რკ რო რუ რქ
რობ როგ როვ როფ

რობაგი

ჭილოფის საქსოვი ვერტიკალური დაზგა, გავრცელებული იყო სამეგრელოში. ჩვეულებრივი ოთხკუთხა ვერტიკალური ჩარჩო, აღჭურვილი იყო ქსლის გამყოფი - „ორცხონდით“ - სავარცხლით. ქსელის ძაფები დაჭიმული იყო დაზგის ქვედა ხიდზე ჩასმულ კაუჭებზე, ქსელიც ზედვე უწყვეტად იქსელებოდა. საზედაო ძაფის გატარება ქსელში უშუალოდ ხელით ხდებოდა. რობაგზე ჭილოფის ქსელისათვის გამოყენებული იყო სელის ნართი, რაც კოლხური სელის წარმოების უძველესი ტრადიციიდან უნდა მომდინარეობდეს. ამავე დროს ივარაუდება, რომ რობაგი ვერტიკალური საქსოვის უძველესი სახეობაა და მისი წარმოშობა-განვითარება ჰორიზონტალური საქსოვი დაზგის პარალელურად ხდებოდა. არქეოლოგიური მასალის მონაცემები (სელი, ქვისა და თიხის კვირისტავები, საქსოვი დაზგის შვეულები, ქოთნის ძირზე შემოხვეული ჭილოფის ანაბეჭდი) საქართველოში ჭილოფის ქსოვის უძველესი დროიდან არსებობაზე მეტყველებს.
ლიტ.: გ. ჩაჩაშვილი, ქართული ხალხური საქსოვი დაზგები, სსმმ, XVIII-B, 1954.
ლ.მ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9