სამჭედლოს ინვენტარი, დაკეცილი ტყავის გვერდების მქონე მოწყობილობა, რითაც ცეცხლს უბერავენ გასაღვივებლად. ყოფაში დამოწმებულია საბერველი ორი ტიპი - ქართული და რუსული (რომელიც XIX ს-დან შემოდის).
ქართული საბერველი ორპირია, აქვს ორი სახელური და ორი საქშინავი, საიდანაც განუწყვეტლივ ხდება ჰაერის მიწოდება და ჩაბერვის ძლიერებით ხასიათდება. საბერველთან საჭიროა ერთი კაცის დგომა, მან ორივე ხელით უნდა იმუშაოს, რადგან დაბერვა ერთი განსაზღვრული ადგილიდან ხორციელდება. რუსული საბერველი ბერვას წყვეტილად აწარმოებს. მისი უპირატესობა ისაა, რომ ქურასთან მდგარ მჭედელს შეუძლია სხვის დაუხმარებლად ცალი ხელით ქურასთან იმუშაოს, მეორე ხელით საბერველი აამოქმედოს.
ლიტ.: ნ. რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953. ნ. რეხვიაშვილი, ქართული ხალხური მეტალურგია, 1964.
ა. გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,