სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სღ
საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

საგანძური

ქვითხუროობაში ქვის განსაკუთრებულად დიდი ნივთი, რომელიც განძად დარჩება ოჯახსა და საგვარეულოს. იმერეთში დადასტურებული ეს სახელი ეწოდება ქვის საწნახელს. როგორც ცნობილია, ქვის საწნახელები, საქართველოში მრავალგანაა დადასტურებული. საგანძური ქვის დამუშავების ცენტრებში გვხვდება და წარმოადგენს ორიდან ოთხ მეტრამდე სიგრძის მთლიანი ქვის ნივთს. საგანძურ საწნახლისთვის შეარჩევენ უძარღვო, უტალო, დედა ქვას. ასეთი ქვა იშვიათია და ამიტომაც ძნელად მოიპოვება. თუ გადააწყდებიან შემთხვევით, სხვა ნივთისათვის „აღარ გააფუჭებენ“ და იწყებენ მისგან საგანძურის გათლას. თერჯოლის რ-ნის სოფელ სეფარეთში ასეთი საგანძური გაუკეთებია საბა ბერძულს, რომელშიც ერთჯერად 200 ფუთი ყურძენი იწურებოდა. საწნახელი კეთდებოდა 2-3 თვის განმავლობაში. შემდეგ 12-15 უღელი ხარით ლაშკინით//თუშით//მარხილით რამდენიმე დღის განმავლობაში ეზიდებოდნენ დანიშნულების ადგილზე რომ მიეტანათ. საგანძურის გაკეთება მნიშვნელოვნი იყო და მის ტრანსპორტირებაში მთელი სოფელი იღებდა მონაწილეობას. თერჯოლის რ-ნის სოფ. თავასაში აღმოჩნდა გვიან შუა საუკუნეებში დამზადებული ქვის საწნახელი ისარნით, რომელიც ამ სამეურნეო საგნის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.
ლიტ.: ნადირაძე ე. ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9