სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სღ
საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

საზი

აღმოსავლური სიმებიანი საკრავი, მსხლის ფორმის ღრმაკორპუსიანი, გრძელყელიანი. მზადდება სხვადასხვა ზომისა.
საზი ერთ-ერთი უძველესი ხალხური საკრავია. იხსენიება ნიზამის (XII ს.) პოემებში. საზს წამყვანი ადგილი უკავია ხალხურ საკრავთა ანსამბლში. მასზე შემსრულებლები იყვნენ აშუღები - ხალხური მომღერლები, პოეტი–იმპროვიზატორები, რომლებიც გამოდიოდნენ ბაზრების მოდნებზე, სახალხო შეკრებებზე. მათ რეპერტუარში წარმოდგენილი იყო საგმირო, ისტორიული, ეპიკურ-სატრფიალო სიმღერები.
საქართველოში გავრცელდა XVIII ს-დან სხვა აღმოსავლურ საკრავებთან და ანსამბლთან ერთად. თბილისში განსაკუთრებით მიღებული იყო აზერბაიჯანულ მოსახლეობაში.
ლიტ.: დ. არაყიშვილი, ქართული მუსიკა (მოკლე ისტორიული მიმოხილვა), ქუთაისი, 1925. მ. შილაკაძე, ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციები და თანამედროვეობა, 1988.
მ. შ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9